Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

Go to content
აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია

"საქართველოს ბავშვების" თერაპიის ცენტრის მიერ ხორციელდება აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა.

ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ქცევითი თერაპიით (ABA), რომელიც ეფუძნება ქცევის გამოყენებითი ანალიზის პრინციპებს. ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე ხორციელდება ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალური განვითარების, თვითმოვლის და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული პროგრამა მოიცავს მულტიდისციპლინური გუნდის ერთი ან საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ქცევითითერაპევტი, ნეიროფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი, და სხვა) კომპლექსური თერაპიის ინდივიდუალური სეანსების მიწოდებას

ბავშვთა ადრეული განვითარება

ადრეული განვითარების  პროგრამა ემსახურება  0-7 წლამდე მოტორული და გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების  შეფასებას,   მათი შემეცნებითი, სოციალურ-ემოციური, მეტყველებითი, კომუნიკაციური, მოტორული,  თვითმოვლის  უნარების განვითარებას, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობას.

პროგრამა გულისხმობს მშობლებისთვის  უნარ-ჩვევების სწავლებას ბავშვის განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ბავშვისა და მშობლების საჭიროებიდან გამომდინარე მუშაობის პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალისტი: ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალური გეგმით, რომელშიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას მშობლები და  ოჯახის სხვა წევრები.


საინტერესო სტატიები "საქართველოს ბავშვებისაგან"






Back to content