"საქართველოს ბავშვების" პარტნიორები და დონორები - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

Go to content

"საქართველოს ბავშვების" პარტნიორები და დონორები

ჩვენს შესახებ

   

     




საქართველოს ბავშვები არის "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების" წევრი

კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზდებისათვის, არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანება, რომლის მიზანია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

კოალიციის ძირითად საქმიანობას წარმოადგნეს ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების ადვოკატირება ეროვნულ  და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის რეგიონალურ და საერთაშორისო კოალიციებში წევრობის მეშვეობით.
საქმიანობა ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:


  • ბავშვთა და ახალგაზრდათა კეთილდღეობის არსებული სისტემის ანალიზი და  საჭიროებების გამოკვეთა
  • ბავშვთა და ახალგაზრდათა კეთილდღეობის სისტემაში საჭირო ცვლილებების განხორციელების ხელშეწყობა ადვოკატირების გზით
  • ეროვნულ კანონმდებლობაში საერთაშორისო სტანდარტების ასახვის ხელშეწყობა საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების გზით
  • ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების დაცვის ახალი მექანიზმების შექმნა და არსებულის სრულყოფის ხელშეწყობა
  • საზოგადოების ინფორმირება და ჩართულობის ხელშეწყობა
  • ბავშვთა და ახალგაზრდათა უფლებების დაცვის მონიტორინგი
  • სხვა აქტივობა, რომელიც ემსახურება კოალიციის მიზნებს





Back to content