საქმიანობა - Children of Georgia - საქართველოს ბავშვები

Go to content

საქმიანობა

ჩვენს შესახებ
ჩვენი ხედვა: ოჯახი, საზოგადოება და სახელმწიფო შეთანხმებულად მოქმედებს და ორიენტირებულია ბავშვებისა და მოზარდების ინდივიდუალურ საჭიროებათა დაკმაყოფილებაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას მათი ფსიქოლოგიური კარგად ყოფნა და პიროვნული განვითარება  

„საქართველოს ბავშვები" არის პროფესიონალ ფსიქოლოგთა ორგანიზაცია, რომელიც ემსახურება ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნას, მათ სოციალურ ადაპტაციასა და განვითარებას, უზრუნველყოფს რა შეფასებას და კონსულტირებას, ანვითარებს უნარებს და წვრთის მათ, მათ მშობლებსა და პროფესიონალებს, აწარმოებს ექსპერტულ საქმიანობას და იღწვის სისტემური ცვლილებებისთვის.


"საქართველოს ბავშების" წლების სტრატეგიული გეგმა



სტრატეგიული მიმართულებები და მიზნები

  • კლინიკური ფსიქოლოგია  -  ბავშვები არიან ადაპტირებულნი - ეგუებიან გარემოს, აღწევენ პიროვნულ განვითარებას, რადგან მათი ინტელექტუალური, ემოციური, ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ქცევითი საჭიროებები გაგებული და დაკმაყოფილებულია;


  • განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია -  ბაღში და სკოლაში ბავშვები ადაპტირებული, ლაღები და კრეატიულები არიან, უმკლავდებიან ცვალებად გარემოს, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამები პასუხობს მათ ასაკსა და უნარებს, ითვალისწინებს ინდივიდუალურ საჭიროებებს;


  • ბავშვთა კეთილდღეობა - სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების  მქონე ბავშვები ოჯახთან მიახლოებულ ხარისხიან გარემოში იმყოფებიან და მათთვის არსებობს მომსახურებათა მრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობა.  





ოთხი როლი, რომელშიც „საქართველოს ბავშვები" მოგვევლინება საკუთარი მიზნების მისაღწევად:


1. ცვლილებების მომტანი საზოგადოებისთვის
- ღირებულებათა და კულტურის დამამკვიდრებელი, საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრაციის გზით.
2. განმანათლებელი
- მომხმარებელთა და ფართო საზოგადოების განმანათლებელი, კეთილდღეობის და დაცულობის ხარისხის ზრდისთვის.
3. ადვოკატი
- უფლებადამცველი და მოწყვლადი ჯგუფების ინტერესთა გამტარებელი.
4. კონსულტანტი
- მრჩეველი სახელმწიფო სტრუქტურებისა და კოლეგა ორგანიზაციებისათვის.


Back to content